მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა
შეხვედრის ორგანიზატორი: ნათია
ხაჩიური
შეხვედრის ადგილი: სსიპ
ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა
შეხვედრის ციკლი: II შეხვედრა
შეხვედრის თემა: „სასწავლო რესურსების შექმნა sway-ის საშუალებით და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში“
თარიღი:
შეხვედრის მიზნის განსაზღვრა
|
|
მონაწილე მასწავლებლებმა აიმაღლონ პროფესიული ცოდნა, გაეცნონ სასწავლო ელექტრონულ რესურსებს და შექმნან სასწავლო რესურსები -ის საშუალებით.
|
|
აქტუა
აქტუალობა
|
|
სკოლა
მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. პედაგოგის საქმიანობის წარმართვისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფლობა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. ყველა პედაგოგმა ვიცით, რომ სასწავლორესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება პასუხობს
სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტისმოსწავლეების ინდივიდუალურ
საჭიროებას. ამ დროს სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო. სწორედ,
ამიტომ გადავწყვიტე კოლეგებისთვის შემეთავაზებინა ამ თემაზე სამუშაო შეხვედრები.
სამუშაო შეხვედრები ემსახურება არამარტო სასწავლო რესურსის შექმნისა და მისი
გამოყენების არეალს, არამედ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა
და საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.
|
|
1 შეხვედრა
|
|
მიზანი: მონაწილე მასწავლებლები გაეცნობიან ინტერფეისს - sway ს.
რესურსის შექმნა sway -ის გამოყენებით.
შექმნილი ელექტრონული რესურსებისა და
რეფლექსიების წარმოდგენა/ განხილვა.
შეხვედრის ძირითადი საკითხები:
|
|
შეხვედრის ეფექტიანობა
|
|
შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ შექმნან სხვადასხვა ტიპის ელექტრონული რესურსი. სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.
ეფექტურად შქმნილი ელექტრონული რესურსი ასევე ემსახურება სასწავლო პროცესის გამდიდრება-გამრავალფეროვნებას.
|
|
No comments:
Post a Comment