სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა პროგრამა PowerPoint - ის გამოყენებით 1-ლი შეხვედრა

მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა

 შეხვედრის ორგანიზატორი: ნათია ხაჩიური
შეხვედრის ადგილი: სსიპ  ქალაქ თბილისის თბილისის N32 საჯარო სკოლა
შეხვედრის ციკლი:  I შეხვედრა
შეხვედრის თემა: სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა პროგრამა PowerPoint - ის გამოყენებით
თარიღი:

                                          შეხვედრის  მიზნის  განსაზღვრა
  მონაწილე მასწავლებლებმა აიმაღლონ  პროფესიული ცოდნა, გაეცნონ  სასწავლო ელექტრონული რესურსებს და შექმნან სასწავლო რესურსებს  PowerPoint - ის საშუალებით; შეისწავლიან რესურსის შექმნის ელემენტებს.

აქტუალობა
  ყველა პედაგოგმა ვიცით, რომ სასწავლო რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება პასუხობს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას. ამ დროს სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო. იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია. იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, მაღლდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები. აქედან გამომდინარე, კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებას, მობილიზებასა და შექმნას. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე კოლეგებისთვის შემეთავაზებინა ამ თემაზე სამუშაო შეხვედრები.  სამუშაო შეხვედრები ემსახურება არა მარტო სასწავლო რესურსის შექმნისა და მისი გამოყენების არეალს, არამედ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და  საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.
1 შეხვედრა
  • პრეზენტაციის შექმნა სურათებით;
  • Powerpoint_ში სლაიდებზე დიზაინის შეცვლა;
  •   მელოდიის  შერჩევა და დადება სლაიდზე;
  •    სლაიდზე ვიდეოს ჩასმა და ხმის რედაქტირება;.
  • ელექტრონული გიფების ჩასმა;
  •   დიაგრამების ,სქემების შექმნა;
·          ელექტრონული წიგნის შექმნა; 
შეხვედრის ეფექტიანობა
  შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ შექმნან სხვადასხვა ტიპის ელექტრონული რესურსი. სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელსეფექტურად შექმნილი ელექტრონული რესურსი ასევე ემსახურება სასწავლო პროცესის  გამდიდრება-გამრავალფეროვნებას.

No comments:

Post a Comment